Friday, March 30, 2012

ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია

     ნიკოლოზ ბარათაშვილი დიდ ქართველი,რომანტიკოსი პოეტია.რომანტიზმი ბურჟუაზიული ცივილიზაციის წინააღმდეგობათა მხატვრული და ფილოსოფიური კრიტიკის ნორმაა,რომელიც წარმოიშვა მე-18 საუკუნის დასასრულს და მე-19 საუკუნის დასაწყისში და გავრცელდა ევროპის მოწინავე ქვეყნების სულიერი ცხოვრების ყველა სფეროში.

      ქართული რომანტიზმი ძირითადად პროგრესული ხასიათისაა,მაგრამ ქართველ რომანტიკოსთა შორის არიან ისეთებიც,რომელთა შემოქმედება სევდისა და გულგატეხილობის გამომხატველია,მაგრამ,ეს პასივობა მაინც არ გამორიცხავს არსებულისადმი შეურიგებლობის საერთო ტენდენციებს.

      ნიკოლოზ ბარათაშვილი აქტიური რომანტიზმის წარმომადგენელია.მის შემოქმედებაში ქართულმა რომანტიზმმა სრულყოფილი სახე მიიღო. ნიკოლოზ ბარათაშვილი რომანტიზმის უმაღლესი საფეხურია,მისი უდიდესი წარმომადგენელი.მის შემოქმედებას იგივე სოციალური საფუძველი განსაზღვრავს,რაც სხვა ქართველი რომანტიკოსების მხატვრულ მემკვიდრეობას.ამ საერთო საფუძველს ემყარება პოეტის სევდიანი ფიქრები. მაგრამ ნიკოლოზ ბარათაშვილის პესიმიზმი არ იხსნება მხოლო პირადი მდგომარეობით.მართალია, მის ცხოვრებაში იყო რიგი მომენტებ,რომელთაც მნიშვნელობა ჰქონდა პესიმისტური განწყობილების შესამუშავებლად,მაგრამ მის პესიმიზმი უმთავრესად გამოწვეული იყო ეპოქის საერთო მდგომარეობით.


Wednesday, March 28, 2012

თელავი

www.kakheti.net თელავი, ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე. კახეთის მხარის დათელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. თბილის-თელავის სარკინიგზო ხაზის ბოლო სადგური. ზღვის დონიდან 550-800 მ, თბილისიდან 158 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. მოსახლეობა 21,8 ათასი (2002 წ.).
ახლანდელი თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ ხანაში განვითარდა, ხოლო გვიანდელ ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება.
პირველად მოხსენიებულია ძველი ბერძენი გეოგრაფის კლავდიოს პტოლომეს(II ს.) „გეოგრაფიაში“ „Teleda-ს“ ფორმით. ქართულ წყაროებში გვხვდება XI საუკუნიდან, როდესაც იგი კახეთ-ჰერეთის სამთავროს ცენტრი გახდა. XII საუკუნეში იგი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით. თელავზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები. XIII საუკუნის II ნახევრიდან, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა. შემდგომში იგი მონღოლი მოხელის სადუნ მანკაბერდელის საკუთრება გახდა. XV-XVI სს-ში თელავი ისევ დაწინაურდა. XVII საუკუნეში ქალაქის შემდგომი განვითარება შეაფერხა ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობებმა. XVII საუკუნის II ნახევარში კახეთის მეფე არჩილ II-მ თავისი რეზიდენცია გრემიდან თელავში გადმოიტანა. ამ პერიოდიდან თელავი მწიგნობრობის კერად იქცა. აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ არჩილ II, დავით II (მამყული-ხანი), თეიმურაზ II, საიათნოვა და სხვა. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ოჯახში დამკვიდრებულ ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდა ქართველ ბატონიშვილთა მთელი თაობა. 1758 წელს თელავში დაარსდა საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც 1782 წელს სემინარიად გადაკეთდა. აქ საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ ფილიპე ყაითმაზაშვილი, გაიოზ რექტორიდავით რექტორი და სხვა.
ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1801) შემდეგ თელავი ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის თელავის მაზრის ცენტრი გახდა.
  თელავის რეგიონში თავმოყრილია მრავალი კულტურული ძეგლი.მათ შორის ყველაზე ცნობილი ალავერდია.ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.
თელავში ასევე ფუნქციონირებს თელავის დრამატული თეატრი,რომელიც ვაჟა-ფშაველას სახელს ატარებს.პირველი წარმოდგენები თელავში მეფე ერეკლეს დროს იმართებოდა. სპექტაკლების ჩვენება განახლდა XIX საუკუნის II ნახევარში. 1866 პირველ სპექტკლად უჩვენეს გ. ერისთავის "გაყრა". იმავე წელს დაიდგა ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში". რევოლუციამდე თეალავის თეატრში გამოდიოდნენ ქართული სცენის გამოჩენილი ოსტატები ნ. გაბუნია-ცაგარელი, მ. საფაროვა-აბაშიძე, ნ. ჩხეიძე, ლ. ალექსი-მესხიშვილი, ვ. აბაშიძე, ვ. გუნია, ა. იმედაშვილი და სხვა. პროფესიული თეატრი თელავში გაიხსნა 1931-1932 სეზონში. ხელმძღვანელად რეჟისორი ვ. გარიკი (ვაჩნაძე).