Friday, March 30, 2012

ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია

     ნიკოლოზ ბარათაშვილი დიდ ქართველი,რომანტიკოსი პოეტია.რომანტიზმი ბურჟუაზიული ცივილიზაციის წინააღმდეგობათა მხატვრული და ფილოსოფიური კრიტიკის ნორმაა,რომელიც წარმოიშვა მე-18 საუკუნის დასასრულს და მე-19 საუკუნის დასაწყისში და გავრცელდა ევროპის მოწინავე ქვეყნების სულიერი ცხოვრების ყველა სფეროში.

      ქართული რომანტიზმი ძირითადად პროგრესული ხასიათისაა,მაგრამ ქართველ რომანტიკოსთა შორის არიან ისეთებიც,რომელთა შემოქმედება სევდისა და გულგატეხილობის გამომხატველია,მაგრამ,ეს პასივობა მაინც არ გამორიცხავს არსებულისადმი შეურიგებლობის საერთო ტენდენციებს.

      ნიკოლოზ ბარათაშვილი აქტიური რომანტიზმის წარმომადგენელია.მის შემოქმედებაში ქართულმა რომანტიზმმა სრულყოფილი სახე მიიღო. ნიკოლოზ ბარათაშვილი რომანტიზმის უმაღლესი საფეხურია,მისი უდიდესი წარმომადგენელი.მის შემოქმედებას იგივე სოციალური საფუძველი განსაზღვრავს,რაც სხვა ქართველი რომანტიკოსების მხატვრულ მემკვიდრეობას.ამ საერთო საფუძველს ემყარება პოეტის სევდიანი ფიქრები. მაგრამ ნიკოლოზ ბარათაშვილის პესიმიზმი არ იხსნება მხოლო პირადი მდგომარეობით.მართალია, მის ცხოვრებაში იყო რიგი მომენტებ,რომელთაც მნიშვნელობა ჰქონდა პესიმისტური განწყობილების შესამუშავებლად,მაგრამ მის პესიმიზმი უმთავრესად გამოწვეული იყო ეპოქის საერთო მდგომარეობით.


No comments:

Post a Comment